ტრენინგები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

CLL-მა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიწოფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ინგლისურენოვანი ტრენინგები თემაზე „ამერიკის ხელისუფლება“. ტრენინგები მიმდინარეობდა 29-30 აპრილსა და 6, 7, 14, 21 მაისს. ტრენინგზე სტუდენტები გაეცნენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ ტერმინებსა და ფრაზებს, როგორიცაა აშშ-ს ხელისუფლების დონეები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ხელისულუფლების შტოები და მათი ფუნქციები.