ტრენინგი ბათუმში

CLL-ის ხელმძღვანელმა, ხატია თანდილაშვილმა 18-23 სექტემბერს, სამართლებრივ ინგლისურში გადაამზადა ექვსი რეგიონული უნივერსიტეტის ლექტორები.

ტრენინგი წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ნაწილს, რომელიც ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით და რომლის მიზანია სამართლებრივი ინგლისურის ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლება.

ტრენინგი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში.

მოცემული ტრენინგი სპეციალურად მორგებული იყო ექვსი რეგიონალური უნივერსიტეტის ლექტორებზე და მიზნად ისახავდა ლექტორების სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის გაღრმავებასა და მათ აღჭურვასსამართლებრივი საკითხებისა და სწავლების ეფექტური ტექნიკების ღრმა ცოდნით. ყოვლისმომცველისასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ  სამართლებრივ საკითხს, როგორიცაა სამართლის სფეროები,სამართლის სისტემები, კონსტიტუციური სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ევროკავშირისსამართალი, ადამიანის უფლებები, სისხლის სამართალი, დელიქტური სამართალი და სახელშეკრულებოსამართალი. ამ პროგრამამ ლექტორებს მისცა შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს უფრო ეფექტურად შეასწავლონ საგანი.

მთლიან ჯამში, ტრენინგში მონაწილეობა მიიღო თერთმეტმა ლექტორმა, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი;შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისში.