გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
2023 წლის 17 იანვარს სამართლებრივი ენის ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან. CLL გრუნის სტუდენტებს სხვადასხვა კურსებზე სთავაზობს ფასდაკლებას და მხარს უჭერს, რომ გრუნის აკადემიურმა პერსონალმა გაიღრმავოს პროფესიული უცხო ენის ცოდნა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში პროფესიული ინგლისურისა და გერმანულის სწავლების გაძლიერებაზე, ერთმანეთის მატერიალური და ტექნიკური რესურსების ხელმისაწვდომობასა და საჭირო ინფორმაციის გაცვლაზე.