კურსის ხანგრძლივობა
- ერთი თვე – 8 გაკვეთილი
- ჯგუფი I: 30 სექტემბერი – 24 ოქტომბერი 2024
- ჯგუფი II: 4 ნოემბერი – 28 ნოემბერი 2024
- ჯგუფი III: 2 დეკემბერი – 26 დეკემბერი 2024
კურსის განრიგი
- კვირაში ორჯერ
- ორშაბათი & ხუთშაბათი
- 11:30-13:00 (საქართველოს დრო – UTC+4)
კურსის ტიპი
ონლაინ გაკვეთილები
სტუდენტების რაოდენობა
ჯგუფში არაუმეტეს 4 სტუდენტი
ღირებულება
390 ლარი (8 გაკვეთილი)
ქვემოთ ჩამოთვილილი უნივერსიტეტის სუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასი – 320 ლარი:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოთხოვნები
- ინგლისურის დონე: B1
- კარგი ინტერნეტი
კურსის თემატიკა
სამართლებრივი წერილების და მეილების შედგენა:
- თარიღები: ამერიკული და ბრიტანული სტილი
- მისალმება: მისალების ფრაზები; სიტუაციაზე მორგებული მისალმების ფორმები; მისალების ამერიკული და ბრიტანული სტილი
- დამშვიდობება: დამშვიდობების ფრაზები; სიტუაციაზე მორგებული დამშვიდობების ფორმები; დამშვიდობების ამერიკული და ბრიტანული სტილი
- სათაური: სათაურის მნიშვნელობა, სტრუქტურულად მისი განთავსების ადგილი (განსაკუთრებით ოფიციალურ წერილში); სწორი სათაურის შერჩევის მეთოდები
-
წერილის/მეილის ძირითადი ნაწილი: წერილის/მეილის მიზანი, ტონი, წყობა, სიცხადე, სიზუსტე, თანმიმდევრულობა, მოცულობა; წერილის/მეილის სტუქტურა; წერილის/მეილის შინაარსი (კონტენტი)
-
წერილის/მეილის შედგენისთვის აუცილებელი ტერმინები, ფრაზები, სიტყვათა შეთანხმებები
-
წერილის/მეილის შედგენის დროს დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან აცილება
კურსის მოსალოდნელი შედეგები
-
მონაწილეები გაიფართოებენ ლექსიკას და გაეცნობიან გავრცელებულ იურიდიულ ფრაზებს, ტერმინებსა და სიტყვათა შეთანხმებებს, რომლებიც გამოიყენება სამართლებრივ კორესპონდენციაში
-
მონაწილეები დახვეწენ თავიანთი წერის უნარებს, ისწავლიან მკაფიო, ლაკონური დათანმიმდევრული სამართლებრივი კორესპონდენციის შექმნას
-
მონაწილეებს განუვითარდებათ ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემსგადმოსცენ რთული სამართლებრივი კონცეფციები და ინფორმაცია სიცხადით და სიზუსტით
-
მონაწილეები გაიძლიერებენ დეტალებისადმი ყურადღების მიქცევის უნარს, რითაცუზრუნველყოფენ თარიღების, მისალმების, დასკვნითი განცხადებების და სხვა არსებითიკომპონენტების სიზუსტეს
-
მონაწილეები შეძლებენ თავიანთი კომუნიკაციის სტილის მორგებას სხვადასხვა აუდიტორიასა დაკონტექსტზე, იქნება ეს კომუნიკაცია კლიენტებთან, კოლეგებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებთან
-
მონაწილეები გაიუმჯობესებენ კორექტირებისა და რედაქტირების უნარ-ჩვევებს, რაც მათ საშუალებასმისცემს დაადგინონ და გამოასწორონ წერისას დაშვებული შეცდომები
-
მონაწილეებს ჩამოუყალიბდებათ ნდობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურად წარმართონ წერილობითი კომუნიკაცია
ჩვენ ვასწავლით შემდეგი მასალებით:
- Natasha Costello, Louise Kulbicki: Practical English Language Skill for Lawyers: Impoving Your Legal English, Routledge, 2023
- Catherine Mason: The Lawyer’s English Language Coursebook, TOLES Legal, 3rd Edition, 2021
- YouTube ვიდეოები
- ავთენტური მასალა
სერტიფიკატი
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსზე ჩარიცხვა
კურსზე ჩარიცხვისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე - info@cll.ge, დაგვიკავშირდით ჩვენს სოციალურ ქსელებზე ან დაგვირეკეთ ნომერზე - 995 551 28 00 26.