ტრენინგი ზუგდიდში

USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის საგანმანათლებლო გრანტის ფარგლებში და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვევით, 2024 წლის 12-17 თებერვალს, სამართლებრივი ენის ცენტრის ხელმძღვანელმა, ხატია თანდილაშვილმა ჩაატარა ტრენინგი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ექვსი რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგის მიზანი იყო რეგიონულ უნივერსიტეტებში სამართლებრივი ინგლისურის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება შესაბამისი სილაბუსების განახლებითა და სწავლების მეთოდოლოგიების გაუმჯობესებით. ტრენერმა მონაწილეები გადაამზადა ისეთი საკითხბში, როგორიცაა ბიზნეს სამართალი, კორპორატიული სამართალი, კომერციული სამართალი, საბანკო სამართალი, შრომის სამართალი, უძრავის ქონების სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, სასამართლში სამართალწარმოება და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა.

ტრენინგის მონაწილეების წარმოდგენილნი იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალიდან, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ქუთაისი).

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალიდან ინდირა მაჭუტაძემ თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით განაცხადა: „სამართლებრივი ინგლისური ენის ტრენინგ-კურსმა მომცა ფუნდამენტური ცოდნა სამართლებრივ საკითხებისა და ეფექტური სწავლების ტექნიკის შესახებ. ტრენინგმა მომამზადა ეფექტიანი გაკვეთილების ჩატარებისთვის, რომელიც აგებული იქნება ინტერაქციულ აქტივობებსა და საინტერესო თამაშებზე. ტრენინგმა გააძლიერა ჩემი თავდაჯერებულობა სამართლებრივ კონტექსტში ინგლისური ენის თავისუფლად გამოყენების კუთხით.