პროექტის დახურვის ღონისძიება

2024 წლის 22 ივლისს,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის ხარისხის ამაღლების მიზნით განხორციელებული პროექტის დასკვნით ღონისძიება გამართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ; სამართლის სკოლის დეკანმა, გულიკო გალდავამ, და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ჰერბ ბოუმენი. პროექტის ტრენერმა და სამართლებრივი ენის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია თანდილაშვილმა განხორციელებული აქტივობების და მისი შედეგების შესახებ ისაუბრა.

პროექტის ფარგლებში ხატია თანდილაშვილმა გადაამზადა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 6 რეგიონული უნივერსიტეტის 13 ლექტორი. პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის არიან: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლოუნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი); იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავისსახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა სამართლის სხვადასხვა დარგებსა და საკითხებში, როგორიცააიურიდიული პროფესია; ადამიანის უფლებები; სასამართლო სამართალწარმოება და დავების ალტერნატიულიგადაწყვეტა; კონსტიტუციური, ევროპული, საერთაშორისო, სახელშეკრულებო, კომერციული, შრომის, საბანკო დაინტელექტუალური საკუთრების სამართალი და სხვა. ლექტორებმა ასევე გაიღრმავეს ცოდნა სამართლებრივიინგლისურის  საკვანძო ტერმინოლოგიებსა და ფრაზებში, გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას დასახელმძღვანელოებს და მოამზადეს სრულყოფილი სილაბუსი, რომელიც ეფუძნება სრულიად ახალსახელმძღვანელოებსა და საკვანძო ავთენტურ მასალას. გარდა ამისა, პროექტში ჩართულ თითქმის ყველა უნივერსიტეტში სამართლებრივი ინგლისურის საგნის სწავლება ხდება 2-სემესტრიანი.

ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების საფუძველზე, უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ  მაღალ დონეზე დაეუფლებიან სამართლის პროფესიულ ინგლისურს, გახდნენ კონკურენტუნარიანი იურისტები როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამუშაო ბაზარზე, და შეძლებენ მაღალი სტანდარტების სამეცნიერო ნაშრომების შექმნას.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა, ხელი შეუწყო უნივერსიტეტების შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების კუთხით. სამართლებრივი ენის ცენტრი მოხარულია, რომ ჩართული იყო ასეთ მნიშვნელოვან პროექტში.