მასწავლებელი

თაი თანდილაშვილი

სამართალი და უცხო ენები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ გავაერთიანე ეს ორი დარგი და დავაარსე სამართლებრივი ენის ცენტრი (CLL). მინდა, რომ CLL-ის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. CLL-ში სწავლის პროცესი სახალისოა და იგი ეხმარება სტუდენტებს, რომ მაქსიმალურად  გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. მასწავლებლისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა უყურებს სტუდენტების წინსვლას. ამიტომ ჩემთვის უდიდესი სიხარული იქნება, თუ CLL წვლილს შეიტანს სტუდენტების წარმატებაში“.

თაი თანდილაშვილი არის სამართლის დოქტორი, ასევე არის ინგლისურის მასწავლებელი, მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა (თსუ) და გერმანიაში (პოტსდამის უნივერსიტეტი). ხოლო ინგლისურის მასწავლებლის – დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებულ The TEFL Academy-ში. თაის მოპოვებული აქვს სხვადასხვა სასწავლო სტიპენდიები, მათ შორის, პოტსდამის უნივერსიტეტის სტიპენდია და ფოლკსვაგენის ფონდის სადოქტორო სტიპენდია. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, როგორც მომხსენებელს. 

თაი 2013 წლიდან მოყოლებული უწყვეტად ეწევა იურიდიულ საქმიანობას. მას აქვს  ლექტორობის, ტუტორობის, ტრენერობისა და პრაქტიკოს იურისტად მუშაობის გამოცდილება. თაი ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.  

თაი თანდილაშვილის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ მისი რეზიუმე.