ჩვენ შესახებ

სამართლებრივი ენის ცენტრი (CLL) დაფუძნდა 2022 წელს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამართლებრივი ინგლისურისა და სამართლებრივი გერმანულის შესწავლას. სწორედ ამიტომ იგი მუშაობს შემდეგი მიმართულებით.

სამართლებრივი ინგლისურისა და სამართლებრივი გერმანულის კურსები

CLL დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამართლებრივი ინგლისურისა და სამართლებრივი გერმანულის კურსებს. კურსები დაყოფილია დონეების მიხედვით, შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ცოდნის შესაბამისი კურსის არჩევა. CLL-ში შემოთავაზებულია როგორც ზოგადი, ისე სპეციალური კურსები. ზოგადი კურსი მოიცავს სამართლის სხვადასხვა დარგებს, ხოლო სპეციალური კურსი ერთ კონკრეტულ დარგს. CLL-ში სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმძღვანელოებით, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას, რომ გააუჯობესოს ყველა უნარი: კითხვა, წერა, მოსმენა და მეტყველება. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი, გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. 

საგანმანათლებლო პროექტები

CLL ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს. მათი საშუალებით CLL-ს სურს, რომ სამართლებრივი ინგლისურისა და სამართლებრივი გერმანულის შესწავლა გახადოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

თანამშრომლობა საგანმანათლებლო და იურიდიულ სფეროში ჩართულ დაწესებულებებთან

CLL თანამშრომლობს საგანმანათლებლო და იურიდიულ სფეროში ჩართულ დაწესებულებებთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.