სამართლებრივი ენის ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების პროექტი

მოცემული პროექტი არის USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტის გრანტის ნაწილი, რომელიც 2023 წელს მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს. უნივერსიტეტმა ითანამშრომლა ხუთ რეგიონულ უნივერსიტეტთან სამართლებრივი ინგლისურის ლექტორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.  პროექტის ამოცანებს წარმოადგენდა ლექტორების ცოდნის გაღრმავება საკვანძო სამართლებრივ საკითხებში; ლექტორებისთვის სწორი სალექციო თემების შერჩევაში დახმარება; ლექტორების სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის დონის ამაღლება, განსაკუთრებით ტერმინოლოგიაში; ლექტორების დახმარება, რომ შესძლონ კომპლექსური სამართლებრივი საკითხების სტუდენტებისთვის სათანადოდ ახსნა;  ლექტორებისთვის ხელიშეწყობა, რომ უკეთესად გაეცნონ თანამედროვე და ეფექტური სწავლების მეთოდოლოგიებს. პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილე უნივერსიტეტში განახლდა სამართლებრივი ინგლისურის კურსის სილაბუსები.

პროექტში მონაწილეების დატრენინგება და ქოუჩინგი უზრუნველყო CLL-ის ხელმძღვანელმა, ხატია თანდილაშვილმა. პროექტი გაგრძელდა 2024 წლის ივლისის ჩათვლით. პროექტის განმავლობაში, საფუძვლიანად დაგეგმილი აქტივობების მეშვეობით, ლექტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ გაეღრმავებინათ ცოდნა სამართლებრივ საკითხებსა და სამართლებრივი ინგლისურის სწავლების ეფექტურ მეთოდოლოგიაში.

საბოლოოდ კი, კვალიფიციური ლექტორების მეშვეობით, რეგიონებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანები როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. გარდა ამისა, ინგლისურენოვანი იურიდიული წყაროების გამოყენების მეშვეობით, ისინი შეძლებენ მაღალი დონის სამეცნიერო სტატიების შექმნასა და ინგლისურენოვან ექსტრაკურიკულურ აქტივობებში ჩართვას.

ტრენინგი ბათუმში

მეტის წაკითხვა

ტრენინგი ზუგდიდში

მეტის წაკითხვა

პროექტის დახურვის ღონისძიება

მეტის წაკითხვა